logo
ENG



უკრაინამ აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS მიიღო - ზელენსკი

25 სექ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/25/d7orfhg31lib2ld.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS მიიღო. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩვენთვის საჭიროა, რომ ამერიკის ლიდერობა გამოიჩინოს და უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს. მინდა პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადავუხადო, ასევე კონგრესს - რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი", - თქვა მან.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ამ სისტემების რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რუსების თავდასხმისგან სრულფასოვნად დაიცვან.

"ჩვენთვის აუცილებელია უსაფრთხოება, რათა ჩვენმა უკრაინელებმა სახლში დაბრუნება შეძლონ. თუ უსაფრთხოება იქნება, ისინი დაბრუნდებიან, დასახლდებიან, დაიწყებენ მუშაობას, გადასახადების გადახდას, რის შედეგადაც ჩვენ ბიუჯეტში არ გვექნება დეფიციტი 5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს ყველასთვის პოზიტივი იქნება", - აღნიშნა მან.

აგვისტოში ამერიკამ განაცხადა, რომ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომელიც საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს - NASAMS მოიცავს. NASAMS უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას გააუმჯობესებს.


close დახურვა