logo
ENG



უკრაინამ გერმანიისგან Mars II-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიიღო

26 ივლ 202221:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/26/6wgqog2ml95l2l2.jpg

უკრაინამ გერმანიისგან მძიმე იარაღის მორიგი პარტია მიიღო. ამჯერად საუბარია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II-სა და თვითმავალ ჰაუბიცებზე.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი ავრცელებს. მისივე თქმით, სხვა სისტემების მიწოდება უკვე დაგეგმილია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიისგან Gepard-ის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო სისტემები და რამდენიმე ათასი ვაზნა უკვე მიიღეს. ბუნდესვერი უკრაინას 30 Gepard-ს გადასცემს.

Mars-II არის ამერიკული M270 MLRS-ის სისტემების ევროპული მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, ასევე ტაქტიკური რაკეტების დანადგარად.


close დახურვა