logo
ENG



უკრაინამ და დანიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

23 თებ 202417:46
3 წუთის საკითხავი
clock 250
2024/02/23/d9u8jxgysn7dbt3.jpg

უკრაინამ და დანიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ლვივში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა უსაფრთხოების გარანტიებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება გააფორმეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.

ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დანიის პრემიერი უკრაინაში დღეს ჩავიდა. ის ზელენსკისთან ერთად ქალაქ ლვივში ჩავიდა, სადაც გმირთა სასაფლაო მოინახულა და უკრაინის დასაცავად ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.


close დახურვა