18 ოქტომბერს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გაცვლა 95-95 პრინციპით მოხდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მებრძოლების სამშობლოში დაბრუნების ფოტოები გაავრცელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ჯარისკაცები ბელარუსში არიან, სადაც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებეს, ამის შემდეგ კი მათ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანენ. უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებში არაბთა გაერთიანებული საამიროები მონაწილეობდა.
ტყვეების გაცვლის ფარგლებში თავისუფალია უკრაინელი უფლებადამცველი მაქსიმ ბუტკევიჩი. 2023 წლის მარტში ანექსირებულ ლუჰანსკში ბუტკევიჩს სამხედრო დანაშაულის ბრალდებით 13 წელი მიუსაჯეს.