logo
ENG



უკრაინამ დონბასში რუსული დაჯგუფება ვაგნერის ბაზა HIMARS-ის რაკეტებით გაანადგურა

15 აგვ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინამ დონბასში რუსული დაჯგუფება ვაგნერის ბაზა HIMARS-ის რაკეტებით გაანადგურა

უკრაინამ დონბასში, პოპასნაში რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის სათაო ბაზა HIMARS-ის რაკეტებით გაანადგურა. 

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა შტაბბინაში ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი

უკრაინელებს ვაგნერელების ბაზის გეოლოკაციის დადგენა არ გასჭირვებიათ, ვინაიდან რამდენიმე დღით ადრე რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა, სერგეი სრედამადგილიდან ფოტოები გაავრცელა. ფოტოზე ჩანდა მისამართიც - მირონოვსკაიას 12. 

სრედამ ფოტოები მალევე წაშალა, თუმცა, უკრაინელებისთვის ამას დაბრკოლება არ შეუქმნია. 

თავდასხმის შემდეგ რუსებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე ფოტო და განაცხადეს, რომ არიან დაჭრილები და "ერთი დაღუპული". მათივე განცხადებით, არ დასტურდება სერგეი პრიგოჟინის სიკვდილი. 

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი რომ რუსეთში უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვის, არაერთხელ დაადასტურა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ. 

ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში. 

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები მონაწილეობენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული. 


close დახურვა