უკრაინელებმა რუსეთში რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობაც. მათივე ცნობით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.
თავდასხმის შედეგად საწარმოში მასიური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედია წერს, რომ რიაზანის გარდა აფეთქებები იყო რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ბელგოროდში, ბრიანსკში, ტაგანროგსა და ეისკში, რის გამოც ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლისა და ტამბოვის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა
