logo
ENG



უკრაინამ ევროპასა და აშშ-ს საჰაერო სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა

25 თებ 202417:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/lq4hgxromfr31lr.jpg

უკრაინამ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების მარეგულირებლებს საჰაეროს სივრცის გახსნის გეგმის დასადასტურებლად მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრ კუბრაკოვი ადასტურებს.

მისი თქმით, საჰაერო სივრცის გახსნის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დასავლეთის ქვეყნებთან უკვე დაწყებულია.

"კომპლექსური პროცესია, მაგრამ უკრაინა ახლა პირველ ფორმალურ ნაბიჯებს დგამს. ამ კვირებში ჩვენ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს გადავცემთ რისკის შეფასების ოფიციალურ განცხადებებს", - განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად ამისა, არ სახელდება კონკრეტული დრო, თუ როდის იქნება შესაძლებელი უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნა.


close დახურვა