logo
ENG



უკრაინამ კომპანია Nestle ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

02 ნოე 202321:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/0p89hgx98kncgik.jpg

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომპანია შვეიცარიული Nestle ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ აუცილებელი პროდუქტებით მოამარაგებდნენ, მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის პირობებშიც Nestle იქ ოპერირებას, აგრესორი ქვეყნისთვის საკუთარი პროდუქტის მიწოდებასა და თავისი ბაზრის გაფართოებას აგრძელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გახდა მათი სიაში დამატების საფუძველი.

ირკვევა, რომ Nestle-მ 2022 წელს რუსეთში 374 მილიონის, ხოლო 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 271 მილიონი დოლარის ნახევარფაბრიკატი და ნედლეული შეიტანა.

"Nestle-მ ისტორიისგან ვერაფერი ისწავლა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია გერმანიასაც და ანტიჰიტლერულ ქვეყნებსაც ამარაგებდა საკუთარი პროდუქციით", - ნათქვამია განცხადებაში.

Nestle მსოფლიოში საკვები პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მის მფლობელობაში დაახლოებით 2 000-ზე ბრენდია, მათ შორის KitKat, Nescafé, Nesquik და ა.შ.


close დახურვა