დღეს უკრაინამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული 31 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "გადაარჩინე უკრაინა" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკოლა კულებამ განაცხადა.
„ახლა 31 ბავშვი მოემგზავრება კიევში. ისინი დედაქალაქში 3-4 საათში იქნებიან. ეს მეხუთე გათავისუფლების მისიაა და ეს განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობის გამო, ვინც გადავარჩინეთ, არამედ კომპლექსურობის გამოც“ - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, არსებული მონაცემებით რუსეთის ან ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე, 2014 წლის შემდეგ 1.5 მილიონი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს.
„ეს ბავშვთა მოსახლეობის თითქმის 20%-ია - აქ ვსაუბრობთ ყირიმზე, დონბასზე, სხვა რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ესენი არიან ბავშვები, ვინც მძევლად ჰყავთ აყვანილი და ვისაც, სამწუხაროდ, უკრაინაში დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო დაბრუნება არ შეუძლიათ“ - განაცხადა კულებამ.
უკრაინული მედია UNIAN-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19 514 ბავშვის რუსეთში უკანონო დეპორტაციის შესახებაა ცნობილი, მათგან 4 000 ობოლია.