უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან 10 სამხედრო გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს ერთი ოფიცერი, ასევე, 9 რიგითი და სერჟანტი. ერმაკმა აღნიშნა, რომ გადმოეცათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარიც.
ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ 17 ოქტომბერს 108 ქალი გაათავისუფლა - მათ შორის იყო 37 აზოვსტალის მცველი, 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი. გაცვლა მოხდა 11 ოქტომბერსაც, რა დროსაც უკრაინამ 32 სამხედრო დაიბრუნა.