logo
ENG



უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 32 სამხედრო გაათავისუფლა

11 ოქტ 202221:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/nbeybq6csvwjckr.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.

"დღეს პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა. მოვახერხეთ 32 ჯარისკაცის გათავისუფლება და ისრაელის მოქალაქის დმიტრო ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები. ამ ადამიანებიდან ბევრი დაკარგულად ითვლებოდა", - წერს ერმაკი.


close დახურვა