logo
ENG



უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 35 სამხედრო დაიბრუნა

23 ნოე 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/kgluixn1m7lz8e1.jpg

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 35 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა. ინფორმაცია მებრძოლების დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.

გათავისუფლებულთა შორის არიან სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ და აზოვსტალში იყვნენ. ასევე ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც შეჭრის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაატყვევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯამში უკრაინამ 22 ეროვნული გვარდიის მებრძოლი, 8 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 4 და შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო გაათავისუფლა.

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 35 სამხედრო დაიბრუნა რუსეთმაც.


close დახურვა