logo
ENG



უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

16 დეკ 202310:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/xl1t01c9gbvdn2p.jpeg

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაშია განთავსებული. ანკეტის თანახმად, ის წინასწარ გამოძიებას ემალება. 

5 ნოემბერს უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ გუნდაევზე [პატრიარქი კირილი] საქმე 4 მუხლით აღძრა

მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის უარყოფა და მისი გამართლება, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება. 


close დახურვა