logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

31 ოქტ 202613:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/31/go5apqyy2r2frhv.png

უკრაინამ რუსეთში, ქალაქ უფაში მდებარე 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. 

უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად, ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა, ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. საუბარია უფაში მდებარე "ბაშნეფტ-ნოვოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.

ქარხნები უკრაინის საზღვრიდან 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ ბენზინს, დიზელს და საავიაციო ნავთს აწარმოებენ.

ასევე საჰაერო განგაში გამოცხადდა შერემეტიევოს აეროპორტში. თვითმხილვბელებმა აეროპორტის  სიახლოვეს ხანძრის შესახებ გაავრცელეს ცნობები.


close დახურვა