logo
ENG



უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 130 მებრძოლი დაიბრუნა

16 აპრ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/16/2oudvvaohi7tv1n.jpg

სააღდგომო ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ 130 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბრუნებულთა შორის არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები. ამასთან, მებრძოლები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს ბახმუტში, სოლედარში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

"ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება", - წერს ერმაკი.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლა შედგა 11 აპრილსაც - მაშინ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 მებრძოლი დაიბრუნა.


close დახურვა