logo
ENG



უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა

08 იან 202318:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/08/5qcspzcisjt5fvo.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი წერს, რომ რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

"ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა. ჩვენ დავაბრუნეთ სახლში 50 ჩვენი ჯარისკაცი. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ჯარების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და საზღვარო ძალების ბიჭები", - წერს ერმაკი.

მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის - 33 ოფიცერი, 17 რიგითი და სერჟანტია.

"ჩვენ ვაბრუნებთ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავარდნენ ტყვედ, ასევე მარიუპოლის დამცველებს, ბიჭებს დონეცკიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის რეგიონიდან, ჩერნიგოვის რეგიონიდან, ხერსონის რეგიონიდან და სხვა რეგიონებიდან. ბრძოლა გაგრძელდება", - წერს ერმაკი. 

ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ბოლო ტყვეთა გაცვლა და "მათი ამოცანაა - დააბრუნონ ყველა ადამიანი და ეს შესრულდება".


close დახურვა