უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.
"უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში - 800 მილიონი დოლარი მიიღო.
ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას", - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
მანამდე, 27 თებერვალს, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.