უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგარის ხიდზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა წარმატებით შედგა და ხიდი დაზიანდა.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ჩონგარის ხიდს 29 ივლისს დილით. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - წერია განცხადებაში.