logo
ENG



უკრაინამ შაჰედის ტიპის 42 დრონი ჩამოაგდო

19 სექ 202414:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/8g11tst6t68x1uy.jpg

ღამით უკრაინის საჰაერო დაცვამ შაჰედის ტიპის 42 დრონი და ერთი X59/69 რაკეტა ჩამოაგდო.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შაჰედის ტიპის დრონები კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიაზე გაანადგურეს, ხოლო X59/69 ზაპოროჟიის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.

საზენიტო თავდაცვა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ჩერკასის, კიროვოგრადის, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონებში მუშაობდა.

 

close დახურვა