logo
ENG



უკრაინამ ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლა

12 ოქტ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/nn10jabr554fow6.jpg

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან კიდევ 5 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბული, თუმცა კონტროლირებადია.

მათივე ცნობით, ოკუპანტები ინტენსიურად ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას ფრონტის ხაზზე და ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 17 დასახლების გარშემო. სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ გრძელდება უკრაინის პოზიციების დაბომბვაც.

"ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში", - ამბობს სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერი ვლადისლავ ნაზაროვი.

გუშინ, 11 ოქტომბერს დილით ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით, მასობრივი სარაკეტო შეტევებით, ოცეულის დახმარებითა და ტანკების მხარდაჭერით ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოგერიების დროს მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების უკან დახევას ხერსონის რეგიონში, სადაც 7 ოქტომბრის მონაცემებით, 21 სექტემბრიდან უკრაინულმა არმიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა რუსი ოკუპანტებისგან.

9 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში, ჯამში, 1 179 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.


close დახურვა