logo
ENG



უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია - მეუფე პეტრე

31 ოქტ 201912:58
3 წუთის საკითხავი
 
b32izcbm1adgco0.png

"უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია",- ასე შეაფასა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი მეუფე პეტრემ. მან კომენტარი წმინდა სინოდის კრების დაწყებამდე გააკეთა.

სინოდის სხვა წევრებმა წინასწარი კომენტარის გაკეთებისგან კრების დაწყების წინ შეიკავეს. როგორც მათ ჟურნლისტებს განუცხადეს, ვრცელ განცხადებებს კრების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, მოგეხსენებათ, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკვე აღიარა უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობა. საქართველოს საპტრიარქო კი ჯერ სხვა ქვეყნების ეკლესიის გადაწყვეტილებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი საათია წმინდა სინოდის კრება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სინოდის წევრები რამდენიმე მნიშნლოვან საკითხზე იმსჯელებ, მათ შორისაა მეუფე იაკობთან დაკავშირებული მოვლენები, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი და ა.შ.


close დახურვა