აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს აგზავნიან.
აშშ მაღალჩინოსნის განცხადებით, მათ შორისაა საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 თავდაცვის სისტემები.
როგორც CNN წერს, აღნიშნულ სისტემებს სიმაღლის უფრო დაბალი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე S-300 სისტემას, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. თუმცა უფრო მაღალი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე Stringer-ის რაკეტებს, რომელიც უკრაინამ მანამდე მიიღო. ეს საშუალებას მისცემთ, რომ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდონ.
მაღალჩინოსნის ინფორმაციით, სისტემები მიღებულ იქნა NATO-ს პარტნიორი ქვეყნებისგან და უკვე გზაშია.