უკრაინაში, ოდესის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს
გემი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის.
რუსული გემი რადარმა დააფიქსირა ჩერნომორსკიდან აღმოსავლეთით 19 კილომეტრში.
ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო კორვეტი აღმოჩნდა (იალქნიანი სამხედრო ხომალდი), საბორტო ნომრით 363, სახელად "პაველ დერჟავინი".
უკრაინის მიერ მისი აღმოჩენის შემდეგ კორვეტმა მოძრაობა დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით.
რუსეთის ფედერაციის არსენალში სულ სამი ასეთი კორვეტია.