logo
ENG



უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

06 მაი 202211:15
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციას ერთ-ერთი მებრძოლი, ლადო გამსახურდია Facebook-ზე წერს და სამედიცინო დაწესებულებიდან ფოტოს აქვეყნებს.

ლადო გამსახურდიას თქმით, მას ანასხლეტი მოხვდა და მსუბუქი კანტუზია განუვითარდა.

“როგორც ხედავთ, ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენ გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეებს აქვს სოლიდარული დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩვენ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: ჩვენ ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ“, - წერს გამსახურდია.


close დახურვა