logo
ENG



უკრაინაში FOX News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზკევსკი მოკლეს

15 მარ 202219:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/r91srpijxpxsz49.png

უკრაინაში FOX News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზკევსკი მოკლეს.

ის გუშინ, 14 მარტს ჟურნალისტ ბენჯამინ ჰოლთან ერთად დაიჭრა. 

ზაკრჟევსკი კიევთან ახლოს, ჰორენკაში, კორესპონდენტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად მუშაობდა, როცა მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ჰოლი დაშავდა და უკრაინაში, საავადმყოფოში რჩება. 

პიერ ზაკრჟევსკი ომის ფოტოგრაფი იყო და საერთაშორისო კონფლიქტებს აშუქებდა. მუშაობდა ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. 

ზაკრზკევსკი მეორე უცხოელი ჟურნალისტია, რომელიც უკრაინის ომს ემსხვერპლა. 

13 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ირპენში New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი მოკლეს. 


close დახურვა