უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა.
ჯილდოს საქართველოში უკრაინის წარმომადგენლობა დაღუპულის დედას გადასცემს.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს, ლუჰანსკში სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა.
46 წლის მებრძოლი სამშობლოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს, ის ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.