უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გუგა გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს. დღეს მას ზესტაფონში საკუთარ სახლში გადაასვენებენ, სამშაბათს კი დაკრძალავენ.
40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 24 ქართველი ემსხვერპლა.