უკრაინაში დაღუპული ქართელი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
25 წლის მებრძოლი უკრაინაში, 11 ნოემბერს დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას რუსი ოკუპანტების მიერ აფეთქებული ტანკის ნამსხვრევები თავში მოხვდა.
ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე წავიდა. ის გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ქართველ მებრძოლს რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ - სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.
რუსეთის აგრესიას უკრაინაში სულ 56 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.