უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს, ლუჰანსკში სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა.
ამავე დღეს უკრაინაში რუსებთან ბრძოლას 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილიც შეეწირა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აგრესორთან ბრძოლას 22 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.