logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

31 მაი 202309:12
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში გამთენიას ჩამოასვენეს.

45 წლის მებრძოლი 4 აპრილს ბახმუტის შემოგარენში საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის უკრაინაში 14 სექტემბერს წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მარტიდან ჩაერთო.

ცხედარს თბილისში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

ვახტანგ ბარაბაძეს 3 ივნისს დაკრძალავენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას საქართველოს 42 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა