logo
ENG



უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნა დამუშავების პროცესშია - საფრანგეთი

28 მაი 202400:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/19luiq083qu4ce0.png

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედრო პერსონალის მოსამზადებლად ინსტრუქტორების გაგზავნა დამუშავების პროცესშია. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ინსტრუქტორები გაგზავნოს.

სირსკის ცნობით, მათი პირველი ნაკადი უახლოეს მომავალში ჩავა უკრაინაში, საშუალება ექნებათ სასწავლო ცენტრები დაათვალიერონ და მათ შესაძლებლობებს გაეცნონ.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნა უკრაინაში "ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც განიხილებოდა" უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწვია თებერვლის ბოლოს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას უკრაინელებთან, რათა გავიგოთ მათი კონკრეტული საჭიროებები"- აცხადებენ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში.


close დახურვა