უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვედანაყოფი შავი არწივი ავრცელებს.
სოსო გუგუტაშვილი ავდეევკას მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებების დროს გუშინ დაიღუპა.
გუგუტაშვილი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა და ქვედანაყოფ შავი არწივის მებრძოლი იყო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 63 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.