ვანო ნადირაძის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც მან გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში ისაუბრა, მებრძოლი უკრაინაში ცხოვრობდა.
"ერთი ქართველი მებრძოლი, სული და გულით ქართველი, მაგრამ უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი. სამწუხაროდ, მასთან ერთად ბევრი დაიღუპა ამ დაბომბვაში", - განაცხადა ნადირაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ დაღუპული ქართველი უკრაინის მოქალაქე იყო.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 37 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.