უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. საერთაშორისო საგამოძიებო კომიტეტმა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები მოიპოვა. ამ ჩანაწერებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის და ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის გვარები ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით, რუსეთი არამხოლოდ მხარს უჭერდა სეპარატისტებს, არამედ მითითებებსაც აძლევდა. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ მოსკოვში. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საუბრის ჩანაწერები ავთენტური არ არის. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგი დონბასში, 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიას 298 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა
15 ნოე 201914:56
3 წუთის საკითხავი