logo
ENG



უკრაინაში მასიურ სარაკეტო შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

29 დეკ 202314:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/29/3w8q86qnojh2pu6.jpg

უკრაინაში მასიურ სარაკეტო შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ოკუპანტებმა თავდასხმისას ფაქტობრივად, ყველა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.  

"დღევანდელ იერიშებს შეიძლება მასირებული სარაკეტო შეტევა ვუწოდოთ, რომელიც სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებებით განხორციელდა. ფაქტობრივად, ყველა ტიპის რაკეტა დაფრინავდა.

როგორც ჩანს, კალიბრები არ იყო. ვნახეთ კინჯალები, S-300-ები ფრთოსანი რაკეტები. ასევე, ვნახეთ Shahed-ები, რომლებიც სამხტრეთ-აღმოსავლეთიდან გამოუშვეს. დაახლოებით 18 სტრატეგიული ბომბდამშენი იყო გამოყენებული", - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.

ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების მასირებულ შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 75-ს აჭარბებს. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.


close დახურვა