logo
ENG



უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

09 ივლ 202400:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/ay3sfd3pfcgjo3f.png

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია.

სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავდა 170 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი ავრცელებს.

8 ივლისს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით მასობრივი თავდასხმა განახორციელეს. მათ შორის სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე.


close დახურვა