რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის მოქმედი ჯარების მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა.
სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მიიღო. კონაშენკოვის ცნობით, "სუროვიკინი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტერიტორიაზე სამხედროების ერთიან ჯგუფს უხელმძღვანელებს".
რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ნობით, სუროვიკინი 2017 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურობდა. 2017 წლის მარტიდან კი ის სირიაში რუსი სამხედროებს ხელმძღვანელობდა.
სუროვიკინს 2017 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო გადაეცა.
2022 წლის თებერვალში სუროვიკინი ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, „აქტიური მხარდაჭერისა და იმგვარი ქმედებების განხორციელებისა და პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეში აგდებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.