logo
ENG



უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 207 ადამიანი დაბრუნდა

31 იან 202417:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/31/5a8fu5epcuf1b8b.png

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 207 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის არიან მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ინსტაგრამზე ავრცელებს.

"ჩვენები სახლში არიან. 207. ვაბრუნებთ ყველაფრის მიუხედავად. გვახსოვს თითოეული ტყვეობაში. მებრძოლები და მოქალაქეები. ყველანი უნდა დავაბრუნოთ. ამაზე ვმუშაობთ", - წერს ზელენსკი.

27 იანვარს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში ტყვეების გაცვლა მოხდებოდა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 24 იანვარსაც იგეგმებოდა გაცვლა, რომელიც არ შედგა. კერძოდ, იმ დღეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის დაღუპულების ცხედრები გადაეცა, რომლებიც თითქოსდა ბორტზე იმყოფებოდნენ.


close დახურვა