უკრაინაში რუსი კაპიტანი ანდრეი პალი მოკლეს. პალი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელის მოადგილე და პირველი რანგის კაპიტანი იყო.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მან თავი "სამშობლოს [რუსეთის] დაცვას შესწირა".
აღსანიშნავია, რომ პალი თავად კიევიდან იყო. 1992 წელს დაინიშნა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ასეულის მე-2 ბრიგადის ხელმძღვანელის მოადგილედ, თუმცა უკვე 1993 წლის მარტში უკრაინის სამხედრო ფიცის დადებაზე უარი თქვა და ჩდილოეთის ფლოტში წავიდა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.