logo
ENG



უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი მოკლეს

25 მარ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/91g1hq5nt1a8n3f.png

უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი მოკლეს. შაროვი შავი ზღვის ფლოტის საზღვაო კორპუსის 810-ე გვარდიის პოლკოვნიკი იყო.

ის უკრაინელმა სნაიპერმა, 22 მარტს მარიუპოლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლა, თუმცა მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

ცნობისთვის, 20 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 3 კვირის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური, მათ შორის 6 გენერალია ლიკვიდირებული


close დახურვა