logo
ENG



უკრაინაში რუსულმა ძალებმა ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს

29 აპრ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/r9fc22xuqvqiv2m.jpg

უკრაინაში რუსულმა ძალებმა ორი ბრიტანელი მამაკაცი, რომლებიც მოხალისეებად მუშაობდნენ სწორედ იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებდნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის არაკომერციული პრეზიდიუმის ქსელის თანადამფუძნებელმა და მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა, დომინიკ ბირნმა განაცხადა.

დამხმარე მუშაკებმა ორგანიზაციასთან კავშირი ორშაბათს დილით დაკარგეს, როდესაც ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხრეთით მიემგზავრებოდნენ, რათა უკრაინელებს სამოქალაქო პირების ევაკუაციის ორგანიზებაში დახმარებოდნენ.

დომინიკ ბირნის განცხადებით, მოხალისეები უშუალოდ პრეზიდიუმის ქსელთან არ მუშაობდნენ, მაგრამ ორგანიზაცია მათ დახმარებას სთავაზობდა.

ბირნის თქმით, ოჯახი, რომლის ევაკუაციასაც ორი ბრიტანელი მამაკაცი ზაპოროჟიედან ცდილობდა, მოგვიანებით რუსმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს და დაკითხეს. ჯარისკაცებმა ოჯახის წევრებს ჰკითხეს იყვნენ თუ არა მოხალისეები ბრიტანელი ჯაშუშები. საბოლოოდ ოჯახი გაათავისუფლეს და ახლა პოლონეთში უსაფრთხოდ არიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არაერთი ცნობა გავრცელდა რუსული ძალების მხრიდან გატაცებების შესახებ, რომელთა შორისაც არიან ადგილობრივი მერები, ბავშვები, რელიგიური ლიდერები და ჟურნალისტები.  


close დახურვა