მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
"ოკუპანტებმა გადაწყვიტეს, რომ დღე გაგვიფუჭონ. მათ რაკეტები გაუშვეს", - თქვა მიკოლავიის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინაში საჰაერო განგაში 12:30 საათის შემდეგ დაიწყო. უკრაინის ცნობით, კიევში სულ მცირე 5 აფეთქება მოხდა.
"საფრთხე გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.