logo
ENG



უკრაინაში ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

21 აგვ 202113:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ჩავიდა. 

ოფიციალური ვიზიტი ლვოვიდან დაიწყო, სადაც, აეროპორტში მას უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.

ოფიციალური შეხვედრები ხვალ, 22 აგვისტოს კიევში დაიწყება. 

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი შედიან.


close დახურვა