უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის თავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო. სანქცირებულთა სიაში 106 ფიზიკური პირი და 88 კომპანია მოხვდა, მათ შორის, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და და ტაილანდიდან.
სანქციები ძირითადად სამხედრო და თავდაცვით სექტორებსა და მათთან დაკავშირებული ინდივიდებს შეეხოთ. მათ შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებლები.
ამასთან, ევროკავშირმა გაზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელზეც საექსპორტო შეზღუდვაა დაწესებული.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციების მიზანია, უკრაინას რუსეთისგან თავდაცვასა და საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმაროს.
ევროკავშირის ცნობით, სანქციების ამ პაკეტის შემოღების შემდეგ, სანქციები მთლიანობაში 2000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე ვრცელდება.