logo
ENG



უკრაინაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

25 ივნ 202009:05
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ძლიერი წვიმის შედეგად ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში 187 დასახლება დაიტბორა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე დატბორილია 5 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დამატებით ოთხი ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და 150 ჯარისკაცია გაგზავნილი.  


close დახურვა