logo
ENG



უკრაინელები ლიპეტსკს თავს დაესხნენ - იწვის სამხედრო აეროდრომი, მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

09 აგვ 202410:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/u4i73w559kathpn.png

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, ლიპეტსკის ოლქზე იერიში მიიტანეს - თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, ე.წ. დრონებით განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 ლიპეტსკის ოლქში.

ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმის მიზანი ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომი იყო - იერიშის დროს აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის დროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც დაზიანდა, რის შედეგადაც ოლქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.


close დახურვა