logo
ENG



უკრაინელებმა ვერბოვოეს დასავლეთ ნაწილში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს - ISW

28 სექ 202309:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/u1br672xscvrf5p.png

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვოეს დასავლეთ ნაწილში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.

ISW-ში სპეციალურ რუკებს ეყრდნობიან, რომლებზეც ჩანს, რომ 26 სექტემბერს რუსებმა უკრაინელი ქვეითი სამხედროების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

ISW-ში ამბობენ, რომ თუ ოკუპანტებმა ე.წ. დრონი ასეთ მანძილზე გამოიყენეს, ესე იგი ისინი სანგრებიდან გამოსულები არიან. ომის კვლევის ინსტიტუტში მაგალითად რამდენიმე რუსი სამხედრო მეთაურის კომენტარიც მოჰყავს, სადაც ისინი უკრაინელი სამხედროების რობოტინო-ვერბოვოეს ხაზზე შეჭრაზე საუბრობენ.

ISW-ში აცხადებენ, რომ სიტუაცია ვერბოვოეზე გაუგებარია, რადგან რუსმა სამხედრო ბლოგერებმა სულ უფრო ნაკლები ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რაც რუსების მარცხზე მეტყველებს.


close დახურვა