logo
ENG



უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში იერიში განახორციელეს, მოკლულია სულ მცირე 12 რუსი სამხედრო

08 აგვ 202520:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/08/78n3vy70st0mrga.jpg

უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ (DIU) დღეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კერძოდ, თავდასხმა აფიპსკის დასახლებაში, 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედრო ნაწილზე განხორციელდა.

არსებული ცნობებით, ასევე დაშავდა 12 რუსი სამხედრო და განადგურდა სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი.

ადგილობრივი მედიები ორი აფეთქების შესახებ იუწყებიან. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური დანიშნულების მანქანები.


close დახურვა