logo
ENG



უკრაინელებმა სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს

28 ივლ 202308:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/h4n2gj88e0j1kj2.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ და 129-ე ბატალიონმა არეიმ დონეცკის ოლქში, სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს.

შესაბამისი ვიდეო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. ვიდეოში სამხედროები დასახლების დეოკუპაციაზე საუბრობენ.

"ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!", - დაწერა ზელენსკიმ.

ფაქტს ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარიც გამოეხმაურა.

"სტარომაიორსკე თავისუფალია. ახლა ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ დასახლებული პუნქტის დაცვას", - დაწერა მალიარმა Telegram-ში.


close დახურვა