logo
ENG



უკრაინელებმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურეს

11 ოქტ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/nkzcb4auigywfvv.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.

დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის არის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიც, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

20 ივლისს, უკრაინის 58-ე ცალკეულმა მოტორიზებულმა ქვეითმა ბრიგადამ ვაგნერის ჯგუფი ლუჰანსკში გაანადგურა. 

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი სისასტიკით არის გამორჩეული.


close დახურვა